კომპანია „თბილისი მიკროავტობუსის“ უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს მიკროავტობუსებში მონიტორინგს, გამოავლენილია შემდეგი სახის დარღვევები: N85-ის მძღოლმა ი. ჟ.-მ, N117-ის მძღოლმა ს. ყ.-მ, N150-ის მძღოლებმა ა. კ.-მ და ბ. ლ.-მ, N30-ის მძღოლმა ნ. ბ.-მ, N88-ის მძღოლმა ლ. ხ.-მ, N200-ის მძღოლმა ა. გ.-მ, N88-ის მძღოლმა გ. შ.-მ და N149-ის მძღოლმა ბ. გ.-მ ზაფხულის ცხელ დღეებში მუშაობის დროს არ ჩართეს კონდიცირების სისტემა. აღნიშნული დარღვევისათვის მათ 3 აგვისტოდან ორი კვირით აეკრძალათ მუშაობა.
მგზავრთა გადაყვანის დროს სიგარეტს ეწეოდნენ N145 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლი დ. მ., N147-ის მძღოლი ე. გ. N100-ის მძღოლი თ. დ. და N68-ის მძღოლი გ. ც. ზემოხსენებულ პირებს ასევე 3 აგვისტოდან ერთი თვით აეკრძალათ მუშაობა.
N49 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლმა კ. ჩ. N122-ის მძღოლმა ც. მ. და N111-ის მძღოლმა ს. ა. გადაუხვიეს დადგენილ მარშრუტს, რისთვისაც 3 აგვისტოდან 10 დღით აეკრძალათ მუშაობა.
N192-ის მძღოლი ა. შ. და N77-ის მძღოლი ა. წ. მუშაობდნენ ჰიგიენურად მოუწესრიგებლები, რისთვისაც ასევე 3 აგვისტოდან 15 დღით აეკრძალათ მუშაობა.
N150 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლმა ვ. ბ.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მგზავრს რაც დაფიქსირებული იყო საინფორმაციო ცენტრზე შემოსული ზარით, აღნიშნულის გამო მას 15 დღით აეკრძალა მარშრუტზე მუშაობა 28 ივლისიდან.
გასული კვირის განმავლობაში ორი აქტი იქნა შედგენილი N184 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლ რ. თ-ს მიმართ. პირველ შემთხვევაში იგი სიცხეში მუშაობდა კონდიციონერის გარეშე, მეორე შემთხვევაში მან არ შეასრულა დადგენილი მარშრუტი. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების კანონიერ შენიშვნაზე იგი გახდა აგრესიული და იმუქრებოდა მარშრუტის გაჩერებით. ამ დარღვევების გამო მას ერთი თვით აეკრძალება მუშაობა 3 აგვისტოდან.