არქივი

კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსმა’’ მიკროავტობუსებში ვიდეო კამერების დამონტაჟების ახალი ეტაპი დაიწყო.  ამ ეტაპზე სხვადასხვა სამარშუტო ხაზებზე  ეტაპობრივად ორასი კამერა დამონტაჟდება. ამ დროისთვის მიკროავტობუსებში უკვე დამონაჟებულია სამოცდაათამდე ვიდეოკამერა.

მიკროავტობუსებში ვიდეოკამერების დამონტაჟების მიზანი მგაზვრთა უსაფრთხო მგაზვრობის უზრუნველყოფა და მგზავრთა რეალური ნაკადის დადგენაა. კამერების დაყენების პროცესი დიღომში მდებარე მიკროავტობუსების ავროპარკიდან დაიწყო, სადაც ,,თბილისის მიკროავტობუსის’’ გენერალური დირექტორი დავით ასანიძეც იმყოფებოდა. როგორც ,,თბილისის მიკროავტობუსის’’ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, ,,ვიდეოკამერები იმ მიკროავტობუსებში მონტაჟდება, სადაც დასადგენია მგზავრთა რეალური ნაკადი. ნაკადის დადგენის შემდეგ მოხდება მიკროავტობუსების მძღოლებისთვის მოსაკრებლის გადასახადის კორექტირება’’.

 

მიკროავტობუსებში ვიდეოკამერების დამონტაჟება  მიკროავტობუსის მძღოლებთან შეთანხმებით ხდება.

ბოლო სიახლეები
პოპულარული ამბები