არქივი

საზაფხულო სეზონის დადგომასთან და მგზავრთა ნაკადის კლებასთან დაკავშირებით კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსი’’ მძღოლებს საზაფხულო მოსაკრებლებს უწესებს. კერძოდ, მიკროავტობუსის მძღოლებისთვის ,,მარშრუტზე მოძრაობის გადასახადი’’ 16 ივლისიდან ეტაპობრივად გაიაფდება. მძღოლებისთვის ,,საზაფხულო მოსაკრებლები’’ 15 სექტემბრამდე იმოქმედებს.

 ,,მარშუტზე მოძრაობის გადასახადის’’ დაკლება იმ ხაზების მძღოლებს შეეხება, სადაც მგზავრთა ნაკადის კლება ფიქსირდება. გადასახადის შემცირება მძღოლებს  მგზავრთა ნაკადის კლებით გამოწვეული შემცირებული შემოსავლების დარეგულირების საშუალებას მისცემს.

 

კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსი’’ ზრუნავს, როგორც მგზავრთა კომფორტულ მგზავრობაზე, ასევე მძღოლებისთვის სრულფასოვანი სამუშაო პირობების შექმნაზე. ,,მარშუტზე მოძრაობის გადასახადის’’  შემცირება სწორედ ამ მიზნითაა განპირობებული. 

ბოლო სიახლეები
პოპულარული ამბები