მოგახსენებთ, რომ ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით კომპანიის მიერ ყველა მძღოლის მიეცა კეტეგორიული მითითება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ჩართოს კონდენცირების სისტემა, წინააღმდეგ შემთხვევაში სატრანსპორტო კომპანია იძულებული იქნება გამოიყენოს მკაცრი სანქციები ურჩი მძღოლების მიმართ,
ასევე უმორჩილესად ვთხოვთ მომხმარებელს ყველა ასეთი შემთხვევის შესახებ დატოვოს შეტყობინება საინფორმაციო ცენტრის ნომერზე ☎ 2 200 340
„თბილისის მიკროავტობუსი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს რომ ავტოპარკის თითქმის მთლიან შემადგენლობაში კონდენცირების სისტემა მოწესრიგებულია და ასევე მძღოლები სარგებლობენ საზაფხულო საშეღავათო სისტემით, რაც გაგრილების საშუალების ჩართვის შედეგად საწვავის მატების ხარჯს მთლიანად ფარავს.
გარდა ამისა, მძღოლების ის ნაწილი რომელთა მიმართებაშიც ცხელი დღეების განმავლობაში არ დაფიქსირდება პრეტენზია მონიტორინგის სამსახურში, დამატებით იქნებიან კომპანიის მიერ წახალისებულნი და არ გადაიხდიან იმ დღის გეგმიურ გადასახადს”
კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ გრილ და მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ