"თბილისის მიკროავტობუსმა'' პანსიონში მცხოვრებ მოხუცებს დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცა. ბერი გაბრიელის სახელობის მიუსაფარ მოხუცთა პანსიონში მცხოვრებ ოცდაშვიდ ბინადარს კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსის'' წარმომადგენლებმა საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს. მათგან კი მათი ცხოვრებისეული სევდის მომგვრელი ისტორიები მოისმინეს, როგორც მოხუცთა თავშესაფრის დირექტორმა ქალბატონმა მარინა ბორშუკოვმა აღნიშნა, პანსიონში მცხოვრები მოხუცებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს თუნდაც პატარა უმნიშვნელო ყურადღებასა და სითბოს. სწორედ ამიტომ კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსი'' მომავალშიც გაარგძელებს ამ მოხუცებზე ზრუნვას. ჩვენ კი ჩვენის მხრივ მოგიწოდებთ – ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მზრუნველობამოკლებულ მოხუცებზე, მათ ეს ნამდვილად სჭირდებათ.