მარშრუტზე მუშაობისას დღის ცხელ პერიოდში კონდიციონერი არ ჩართეს N48 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლმა გ. ქ.- მ და ფ. ჭ.-მ, N200 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლმა მ. ქ.-მ, N32 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლმა ზ.ზ.-მ N171 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლმა ბ.გ.-მ, N75-ის მძღოლმა უ. ბ.-მ, N7-ის მძღოლმა ზ. გ.-მ, N205-ის მძღოლებმა ვ. ჭ.-მ და ნ. ო.-მ, N156-ის მძღოლმა ტ. კ.-მ და N6-ის მძღოლმა ბ. ა.-მ. აღნიშნულ მძღოლებს 2-2 კვირით აეკრძალებათ ხაზზე მუშაობა ა.წ. 2 ივლისიდან.
N51 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლი ა. ა. მარშრუტზე მუშაობის დროს ეწეოდა სიგარეტს, ამ დარღვევისათვის მას ერთი თვით 2 ივლისიდან აეკრძალება მუშაობა.
N192 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლმა უნაბართვოდ გადაუხვია მარშრუტიდან. აღნიშნული დარღვევისათვის მას 10 დღით აეკრძალება მუშაობა.