არქივი

 

თბილისელებს 2011 წლის 15 ივლისიდან, 2011 წლის ფორდის მარკის,  ყვითელი ფერის მიკროავტობუსები ემსახურება.  პირველ ეტაპზე  რესპუბლიკური საავადმყოფოს  მიმდებრე ტერიტორიიდან ვაკე-საბურთალოს გავლით 300 არაგველების მეტრომდე მოძრავი 4 ნომრის  სამარშრუტო ხაზზე 36  მანქანა გავიდა. პერიოდულად ქალაქში არსებულ სხვა ხაზებზე მოძრავი ძველი მიკროავტობუსებიც ახალი მანქანებით იცვლება.   

მიკროავტობუსებში მგზავრები გადახდის ტრადიციული სისტემიდან თანამედროვე საბარათე სისტემაზე გადავლენ, მგზავრობის საფასურის გადახდა ინტეგრირებული ბარათით მოხდება.  ყველა ის მგზავრი, რომელიც მიკროავტობუსში, მუნიციპალურ ტრანსპორტში უკვე მოქმედ ელექტრონული ბარათს გამოიყენებს,  მოქნილი ფასდაკლების სისტემით ისარგებლებს. სოციალურად დაუცველი მოსახლეობაზე შეღავათი გავრცელდება და ისინი მგზავრობის ღირებულების ნახევარს გადაიხდიან, მეორე ნახევარს კი თბილისის მერია დაფარავს.

ახალი მანქანები აღჭურვილია კონდიცირების სისტემით, სავარძლებს შორის დაშორება 65 სანტიმეტრია, ეს არის ტრანსპორტი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების  შესაბამისია და რომელშიც მგზავრი და მძღოლი კომფორტულად შეძლებს  გადაადგილებას.

სატრანსპორტო კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსი“ 2010 წელს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ ოთხ  კომპანიას უწევს მმართველობას  და 2012 წელს ქალაქში არსებულ ყველა სამარშრუტო ტაქსს ახალი მანქანებით ჩაანაცვლებს. კომპანია ვალდებულებას იღებს ყველა ის მძღოლი დაასაქმოს, რომელიც ამ სფეროში წლების განმავლობაში მუშაობდა.

„თბილისის მიკროავტობუსი“ უახლოეს მომავალში ქალაქში უკეთ ორგანიზებულ, უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილების სისტემას შექმნის.

 

ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
ბოლო სიახლეები
პოპულარული ამბები