NEWS

კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსმა’’ მიკროავტობუსებში მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით  რიგი ღონისძიებების გატარება დაიწყო.  ამ პროცესში  მოსახლეობის  ჩართულობას აქტიური მნიშვნელობა ენიჭება, სწორედ ამიტომ კომპანია მომხმარებელს მოუწოდებს აქტიურად ჩაერთოს მომსახურების გაუმჯობესების მხრივ მიმართულ აქტივობებში.

დღეიდან ყველა მიკროავტობუსში კომპანიის ცხელი ხაზის ნომერი 2 200 340 გამოიკვრება. ეს პროცესი დიღომში მდებარე ავტოპარკიდან დაიწყო. მიკროავტობუსებში კომპანიის ცხელი ხაზის სტიკერების გაკვირის პროცესს კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსის’’ გენერალური დირექტორი დავით ასანიძე დაესწრო, როგორც მან აღნიშანა ,,კომპანია ზრუნავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, სწორედ ამიტომ დავიწყეთ კომპანიის ცხელი ხაზის ნომრების სტიკერების გაკვრა ყველა მიკროავტობუსში. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი მგზავრობისას რაიმე დისკოფორტს იგრძნობს, მას შეუძლია დაგვიკავშირდეს. კომპანია თითოეულ შემოსულ საჩივარსა თუ თხოვნაზე ოპერატიულ და ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს’’.

 

მგზავრობისას მომსახურების კუთხით გამოვლენილი დარღვევების შესახებ მომხარებელს ინფორმაციის მოწოდება შეუძლია ,,თბილისის მიკროავტობუსის’’ ცხელ ხაზზე 2 200 340 სამუშო დღეებში 10-დან 19 სთ-მდე და კომპანიის  facebook-ის ოფიციალურ გვერდზე -  ,,თბილისის მიკროავტობუსი’’/ facbook.com

Last News
29.12.2015
11.08.2015
06.08.2015
06.08.2015
04.08.2015
Popular News
31.01.2012
04.08.2015
06.08.2015
31.01.2012